ვირჯინიაში იარაღის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრებისთვის ორი ჩეჩენი დააკავეს
ვირჯინიის შტატის ქალაქ ალექსანდრიაში იარაღის კონტრაბანდისა და ფულის გათეთრების ბრალდებით ორი მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პოლიციის ინფორმაციით, ვაშინგტონის მახლობლად მდებარე ქალაქ ალექსანდრიის მცხოვრებლებმა, ეროვნებით ჩეჩენმა 28 წლის თენგიზ სიდიკოვმა და 27 წლის ელდარ რეზვანოვმა 100 ერთეული იარაღი შეიძინეს, რომლის გაგზავნასაც ჩეჩნეთში გეგმავდნენ. ბრალდებულები რუსეთის მოქალაქეები არიან.
დაკავებულებს იარაღის კონტრაბანდაში, თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენეს ბრალი. მათ 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.