ავსტრალიის ვიქტორიას შტატში „კოვიდ-19“-ის 270 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ვიქტორიას შტატში, ავსტრალიის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დაფიქსირებული, თუმცა როგორც „სიენენი“ წერს, ბოლო რამდენიმე დღეა, შტატში ახალი შემთხვევების რაოდენობამ გამკაცრებული შეზღუდვების ფონზე იკლო.
ამჟამად, ვიქტორიას შტატში „კოვიდ-19“-ის 1 803 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ქვეყნის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ვირუსის გავრცელების ეპიცენტრი ვიქტორიას შემდეგ გახდეს სამხრეთ უელსი, სადაც ახალი შემთხვევების რაოდენობამ იმატა.
ავსტრალიაში „კოვიდ-19“-ის 10 251 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 108 პაციენტი.