ვიქტორ ორბანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში დახურული შეხვედრა გამართეს, ლიდერებმა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
ვიქტორ ორბანმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს სამიტის ფარგლებში დახურული შეხვედრა გამართეს, ლიდერებმა უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის ომებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე ორბანმა ერდოღანს უკრაინის ომთან დაკავშირებით, უნგრეთის სამშვიდობო მისიის მხარდაჭერა სთხოვა, რადგან თურქეთი ჯერჯერობით ერთადერთი წარმატებული შუამავალი იყო კონფლიქტში.
თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ინფორმაციით, ერდოღანმა ორბანთან საუბრისას აღნიშნა, რომ თურქეთი აგრძელებს მშვიდობიან ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის ომის და ღაზის სექტორზე ისრაელის თავდასხმების დასასრულებლად. ერდოღანმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გაზარდოს ძალისხმევა ამ რეგიონებში მშვიდობის უზრუნველსაყოფად.
ერდოღანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ ანკარა ელის მხარდაჭერას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის გამოცოცხლების და ბლოკთან ურთიერთობების წინსვლისთვის უნგრეთის პრეზიდენტობის პერიოდში. მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს დაარსების შემდეგ, 2013 წელს თურქეთსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.