ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას ითხოვს, რაც ნიშნავს უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინა ითხოვს რუსულ ენერგიაზე ემბარგოს დაწესებას, რაც უნგრეთის ეკონომიკის გაჩერებას ნიშნავს.
აღნიშნული განცხადება ვიქტორ ორბანმა უნგრულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.
მისი თქმით, ავსტრია და გერმანიაც მიიჩნევენ, რომ თუ რუსული გაზისა და ნავთობის ევროპაში მიწოდება შეწყდება, ეკონომიკა გაჩერდება.
ორბანის თქით, უკრაინელები სთხოვენ უნგრეთს, უარი თქვას რუსულ ნავთობზე, რაც უნგრული ნავთობის 61%-ს წარმოადგენს. მისივე თქმით, თუ უნგრეთი რუსულ გაზზე დააწესებს ემბარგოს, მაშინ უნგრეთის მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 85% გაქრება.
„ბუნებრივი აირი და ნავთობი თუ არ იქნება, მაშინ უნგრეთის ეკონომიკა გაჩერდება. დაიხურება ქარხნები, იქნება მასობრივი უმუშევრობა. ის, რასაც უკრაინელები ითხოვენ, სრულად გააჩერებს უნგრეთის ეკონომიკას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინელების დასახმარებლად, რადგან მათ თავს დაესხნენ, მაგრამ არ შეიძლება, მოსთხოვო სხვას, თავი დაიღუპოს შენს გამო“, – განაცხადა ორბანმა.