ვიქტორ ორბანი - უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, რადგან მან კანონის უზენაესობა უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა
უნგრეთი მხარს ვერ დაუჭერს ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას, რადგან მან კანონის უზენაესობა, მნიშვნელოვანი ევროპული ღირებულება, უნგრეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სოციალისტებმა და ლიბერალებმა ჩამოაყალიბეს კოალიცია, რომელიც არის სიცრუის კოალიცია.
„ჩვენ არ გვაქვს მიზეზი, მხარი დავუჭიროთ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.