ვიქტორ ორბანი - უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, მასში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი
უნგრელი დამკვირვებლების ანგარიში ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, მასში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურმა ქართველ კოლეგას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
„ჩვენ, უნგრელები, ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს და ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, ანგარიშში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების შესახებ იყო საუბარი. ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.