ვიქტორ ორბანი - უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, მე არ მჯერა, ვიცნობ რუსეთს, გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა
ვიქტორ ორბანი - უკრაინელებს სჯერათ, რომ რუსებს სამხედრო გზით გაანადგურებენ, მე არ მჯერა, ვიცნობ რუსეთს, გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების გამოსავალი მოლაპარაკებების მაგიდასთანაა და არა – ბრძოლის ველზე.

ამის შესახებ ვიქტორ ორბანმა ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის ფორუმის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

„მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ, რუსები სამხედრო გზით გაანადგურონ, მე – არ მგონია, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი ბრძოლის ველზე ვერ მოგვარდება. ამის იმედი აქვთ, მაგრამ მე არ მჯერა, ვიცნობ რუსებს, ვიცნობ ევროკავშირს, ვიცნობ უკრაინელებს. მეზობელი ქვეყანა ვართ, ვიცი, მთელი კონტექსტი. ბრძოლის ველზე გამოსავლის პოვნა შეუძლებელია. გამოსავალი მოლაპარაკების მაგიდაზეა“, – განაცხადა ორბანმა.

ამასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისი მოვალეობაა, დაარწმუნოს რუსეთი და უკრაინა, გადავიდნენ ომის მხარდამჭერი პოლიტიკიდან სამშვიდობო პოლიტიკაზე.