ვიქტორ ორბანი - უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინაში მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი.
ვიქტორ ორბანის თქმით, მხარეებს ამ ომში სერიოზული დანაკარგი აქვთ, მაგრამ მოლაპარაკება არ სურთ.
ორბანის განცხადებით, ამას ორი მიზეზი აქვს: ორივე მხარეს სჯერა, რომ გაიმარჯვებს და ბრძოლა იქამდე სურს, ვიდრე ეს არ მოხდება.
„მეორე მხრივ, ორივე მხარეს საკუთარი სიმართლე აქვს. უკრაინელებს თავდაცვის სჯერათ, რუსეთს კი არ სურს ნატო-ს და მისი იარაღის დანახვა საზღვართან ახლოს. ისინი არ დანებდებიან, ეს პირდაპირ ესკალაციას იწვევს და მშვიდობის დამყარება მხოლოდ გარედან არის შესაძლებელი“, – აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.