უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. 2012 წლის შემდეგ ეს ორბანის პირველი ვიზიტია უკრაინაში.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერის კორტეჟი აეროპორტიდან პირდაპირ კიევში, უნგრეთის საელჩოსკენ გაემართა.
დღეს დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გასული კვირის ბოლოს ორბანი და ზელენსკი ერთმანეთს ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის ფარგლებში შეხვდნენ.
შეგახსენებთ, 1-ელ ივლისს უნგრეთმა ევროკავშირის საბჭოს ექვსთვიანი თავმჯდომარეობა გადაიბარა.