ვიქტორ ორბანი - შოკირებული ვარ ჩემს მეგობარ რობერტ ფიცოზე საშინელი თავდასხმით, ვლოცულობთ მისი სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმას ეხმაურება.
„შოკირებული ვარ ჩემი მეგობრის, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ განხორციელებული საშინელი თავდასხმით. ვლოცულობთ მისი ჯანმრთელობისა და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ღმერთმა დალოცოს ის და მისი ქვეყანა“, – წერს ვიქტორ ორბანი.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. რობერტ ფიცო ჰოსპიტალიზებულია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.