ვიქტორ ორბანი - გერმანიამ, მისმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, გერმანიამ და მისმა კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „ბოლოს და ბოლოს გამოიღვიძეს“ და მიგრაციის ნეგატიური შედეგები შენიშნეს. ამის შესახებ ორბანმა უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.
„საზღვრების დაცვა ბოლო დროს ნეგატიური სიტყვა გახდა, რადგან ყველა ვალდებული იყო, მიგრანტები შემოეშვა – ვინც მათ აჩერებს, ის „ცუდი ბიჭია“. ახლა გერმანიამ გამოიღვიძა. ტერორიზმი, კრიმინალი, სოციალური და ფინანსური ტვირთი მიგრანტების, რომლებსაც არ სურთ მუშაობა – ყველაფერი ეს იწყებს გერმანელების გამოღვიძებას“, – განაცხადა ორბანმა ინტერვიუში.
ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპელი ლიდერები თუ ამბობენ, რომ საზღვრები უნდა იყოს დაცული, მათ არ უნდა დასაჯონ ისინი, ვინც მათ იცავს.
ივნისში ევროკავშირის სასამართლომ მიგრაციული პოლიტიკის ფარგლებში დაკისრებული ზომების შეუსრულებლობისთვის უნგრეთს 200 მილიონი ევროს ჯარიმა დააკისრა. ორბანმა აღნიშნა, რომ, ნაცვლად დასჯისა, უნგრეთმა საზღვრების დაცვისთვის ფინანსური მხარდაჭერა უნდა მიიღოს.