ვიქტორ ორბანი - საქართველოში საქმე კარგად მიდის, მთავრობა კარგად მუშაობს, სწორ გზაზე ხართ
საქართველოში საქმე კარგად მიდის, მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ვფიქრობ, თქვენ სწორ გზაზე ხართ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე ქართველ ჟურნალისტებთან განუცხადა.
ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა კარგადაა.
„საქართველოში საქმე კარგად მიდის. ვგულისხმობ, ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა კარგადაა, მთავრობა კარგად მუშაობს, ეკონომიკა უმჯობესდება. ვფიქრობ, თქვენ სწორ გზაზე ხართ“, – განაცხადა ორბანმა.