ვიქტორ ორბანი - საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია და მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად
ვიქტორ ორბანი - საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია და მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად

საქართველო კარგი ქვეყანაა, კარგ ფორმაშია, მზად არის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„საქართველო კარგი ქვეყანაა. კარგ ფორმაშია. ის მზად არის წევრობისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. დღეს ჩვენ შევიმუშავებთ ტექსტს და იმედი მაქვს, რომ განხილვების შედეგში საქართველო ნახსენები იქნება, როგორც ევროკავშირის მომავალი წევრი“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.