ვიქტორ ორბანი - საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა
ვიქტორ ორბანი - საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა

საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანის თქმით, ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო.

„მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა. ასევე, მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არავის მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად. ჩვენ დიდად ვაფასებთ პრემიერ-მინისტრის ერთგულებას ამ იდეისადმი და მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ათწლეულის ბოლოსთვის საქართველო ნამდვილად იქნება მზად, საუკეთესო ფორმაში, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დახმარება აღმოგიჩინოთ. უნგრელი ექსპერტები გამოვაგზავნეთ თბილისში და ასევე მივიღეთ თქვენი ქვეყნის ექსპერტები, რომლებიც ვიზიტით იყვნენ ჩვენთან და დაძმობილების პროგრამაში ჩაერთნენ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.