ვიქტორ ორბანი - სანქციების შედეგად ევროპელი ხალხი უფრო გაღარიბდა, რუსეთი კი მუხლებზე ჯერ არ დაცემულა, ველოდებით პასუხს ბრიუსელისგან
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების საპასუხოდ, ევროპამ ენერგორესურსებზე გაძვირებული ფასები მიიღო.
პრემიერ-მინისტრი, რომლის ქვეყანაც ახლა მზარდი ინფლაციის წინაშეა, მკაცრად აკრიტიკებს ბრიუსელს. ორბანი ასევე აღნიშნავს, რომ უნგრეთი უნდა მოემზადოს უკრაინაში გაჭიანურებული ომისთვის.
„ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სანქციების შედეგად, ევროპელი ხალხი უფრო გაღარიბდა, რუსეთი კი მუხლებზე ჯერ არ დაცემულა. ამ იარაღმა უკუეფექტი მოგვცა. სანქციებით ევროპამ ფეხებში დაიშინა. ჩვენ ველოდებით პასუხს, მთელი ევროპა ელოდება პასუხს ბრიუსელისგან, თუ რამდენ ხანს უნდა გავაგრძელოთ ამის კეთება“,- განაცხადა ორბანმა.
მისი თქმით, დროა სანქციების საკითხი აშშ-თანაც განიხილონ.