უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთის ხელისუფლება ეცდება, დაეხმაროს ბიზნესებს ქვეყნის მასშტაბით, თუმცა ასევე გადახედავს იმ მარკეტების ჩამონათვალს, რომლის დახმარებასაც, მისი თქმით, უკვე აზრი აღარ აქვს.
როგორც „როიტერი“ წერს, უნგრეთში უკვე დაწესდა სხვადასხვა საგადასახადო შეღავათები, ასევე გამარტივდა სესხების გადახდის პროცედურები, თუმცა ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მაინც აპროტესტებენ პირდაპირი ფინანსური დახმარების ნაკლებობას, რაც ევროპის სხვა ქვეყნებმა უკვე განახორციელეს.
ორბანი აცხადებს, რომ ეკონომიკა ვერ დაუბუნდება პრეკრიზისულ სტატუსკვოს და ამიტომ თავად ბიზნესებმა უნდა შეაფასონ, რამდენად აქვთ გრძელვადიანი პერსპექტივა ახალ რეალობაში, რადგან როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყველა ბიზნესს ვერ დაეხმარება.