ვიქტორ ორბანი - რუსები გაზის საფასურის რუბლებში გადახდას თუ ითხოვენ, ჩვენ გადავიხდით რუბლებში
ვიქტორ ორბანი - რუსები გაზის საფასურის რუბლებში გადახდას თუ ითხოვენ, ჩვენ გადავიხდით რუბლებში

რუსები გაზის საფასურის რუბლებში გადახდას თუ ითხოვენ, ჩვენ გადავიხდით რუბლებში, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, სანქციების შესახებ საუბრისას, უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ეკონომიკა უფრო სუსტი ხდება, რისი ერთ-ერთი მიზეზიც სწორედ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებია. მისი თქმით, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, საფასური გადაიხადოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ უნგრეთმა მხარი დაუჭირა სანქციებს იმის მიუხედავად, რომ იცოდა, ეს აუცილებლად მის საუკეთესო ინტერესებში არ შედიოდა, თუმცა განაცხადა, რომ „ერთიანობა მნიშვნელოვანია“.