ვიქტორ ორბანი - რეჯეფ თაიფ ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, სოროსის კაცი და ომის მომხრე იმიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა, ეს ტრაგედია იქნებოდა
რეჯეფ თაიფ ერდოღანს რომ არ გაემარჯვა, სოროსის კაცი და ომის მომხრე იმიგრანტებს საზღვრებს გაუხსნიდა, ეს ტრაგედია იქნებოდა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ერდოღანის გამარჯვება სუფთა ჰაერივით იყო საჭირო.
„მე არა მარტო მხარი დავუჭირე ერდოღანს, ბევრს ვლოცულობდი მისი გამარჯვებისთვის“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა.