ვიქტორ ორბანი - მზად ვართ, საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ
ვიქტორ ორბანი - მზად ვართ, საქართველოს ეკონომიკურ აღმავლობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ

მზად ვართ, თქვენს ეკონომიკურ აღმავლობაში, ტურიზმის განვითარებაში, წყლის რესურსების განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

ვიქტორ ორბანმა საქართველოს მთავრობას მადლობა გადაუხადა ევროპაში მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობისთვის.

„განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობებს სტრატეგიული მიმართულებით. უნგრული ავიაკომპანია დავნიშნეთ საქართველოს ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით, მზად ვართ, თქვენს ეკონომიკურ აღმავლობაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი, ტურიზმის განვითარებაში და წყლის რესურსების განვითარებაში. ევროკავშირისთვის კავკასიის რეგიონიდან ევროპაში მწვანე ელექტროენერგიის მიწოდების პროექტი უმნიშვნელოვანესია, ეს არის მეგაევროპული პროექტი. მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან აქტიურად მუშაობს. აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი მუშაობენ ამ მიმართულებით, ერთობლივი საწარმოც გვაქვს და ეს გადამწყვეტი ნაბიჯია ამ მიმართულებით, იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი ევროკავშირის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.