მშვიდობის მისია გრძელდება. შემდეგი გაჩერება მოსკოვი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მოსკოვში ვიზიტამდე „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
ვიქტორ ორბანი მოსკოვში უკვე ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ორბანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვში იმყოფება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ვიქტორ ორბანი კიევში იმყოფებოდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. პირველი ივლისიდან უნგრეთი ექვსი თვის განმავლობაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.