ვიქტორ ორბანი - მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია, დღეს ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერია ომის შესაჩერებლად
ვიქტორ ორბანი - მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია, დღეს ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერია ომის შესაჩერებლად

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპი საერთაშორისო არენაზე ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსია.

„მას არ დაუწყია არცერთი ომი. აბრაამის შეთანხმება იყო ერთადერთი სერიოზული შანსი ახლო აღმოსავლეთის რთულ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 2022 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომ ყოფილიყო, ევროპაში ომი არ იქნებოდა.

„დღეს მე ვერ ვხედავ სხვა ლიდერს ევროპაში ან ამერიკაში, რომელიც საკმარისად ძლიერია ომის შესაჩერებლად. მშვიდობას აქვს სახელი და მას დონალდ ტრამპი ჰქვია“, –  განაცხადა ვიქტორ ორბანმა.