ვიქტორ ორბანი მოსკოვში მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტის მიხაილ გორბაჩოვის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად ჩავიდა. ორბანის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს რუსული მედია ავრცელებს.
გორბაჩოვის სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვში კავშირების სახლში მიმდინარეობს. ადგილზე მისულმა ვიქტორ ორბანმა გორბაჩოვის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
ამასთან, როგორც რუსული მედია კრემლის პრესმდივანზე დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით წერს, უნგრეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დაგეგმილი არ აქვს.
საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი 91 წლის ასაკში 30 აგვისტოს გარდაიცვალა.