ვიქტორ ორბანი - მინდა, ღრმა მწუხარება გამოვუცხადო ირანელ ხალხს ტრაგიკული შემთხვევის გამო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ირანის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და მათთან ერთად ვერტმფრენში მყოფი სხვა პირების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მინდა, ღრმა მწუხარება გამოვუცხადო ირანელ ხალხს ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელმაც პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანის სიცოცხლე შეიწირა. ჩვენი ფიქრები და ლოცვები ირანის ხალხთანაა“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.