ვიქტორ ორბანი - მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩარევის მცდელობად, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის
ვიქტორ ორბანი - მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩარევის მცდელობად, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის

მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩარევის მცდელობად, – ამის შესახებ ვროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ორბანის თქმით, ის დაელოდა არჩევნების შედეგების გამოცხადებას, რის შემდეგაც გადაწყვიტა საქართველოში ჩამოსვლა.

„მე არ მინდოდა საარჩევნო კამპანიის დროს ჩამოსვლა საქართველოში, რადგან ეს აღქმული იქნებოდა ჩვენი ჩარევის მცდელობად. ჩვენ დაველოდეთ შედეგებს და შემდეგ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი თბილისში, ამიტომ მადლობა პრემიერ-მინისტრს არჩევნების შემდეგ მოწვევისთვის“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად გუშინ ეწვია, რომლის შემადგენლობაში არიან უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, უნგრეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი მარტონ ნადი, უნგრეთის ფინანსთა მინისტრი მიხაი ვარგა და სახელმწიფო მდივანი იანოშ მატე.

დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.