ვიქტორ ორბანი - ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება
ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია.
„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთ ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება“,- წერს ვიქტორ ორბანი.