ვიქტორ ორბანი ჯორჯ სოროსის მიერ შვილისთვის ბიზნეს იმპერიის გადაცემას ფილმ „ნათლიას“ ერთ-ერთ სცენას ადარებს
ჯორჯ სოროსის მიერ შვილისთვის, ალექსანდერ სოროსისთვის ბიზნეს იმპერიის გადაცემას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეხმაურება.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჯორჯ სოროსის გადაწყვეტილებას ადარებს სცენას ფილმიდან „ნათლია“.
„სოროსი 2.0“ – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.
ვიქტორ ორბანი ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლიმამას“ სცენის გრაფიკულ გამოსახულებას აქვეყნებს, სადაც მაფიის კლანის ხელმძღვანელი შვილს გადასცემს იმპერიის კონტროლს.
„ვოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, ამერიკელი მილიარდერის, ჯორჯ სოროსის ვაჟმა, ალექსანდერმა, „ღია საზოგადოების საბჭოს“ თავმჯდომარის თანამდებობაზე მამა შეცვალა.