ვიქტორ ორბანი - ირაკლი ღარიბაშვილი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებია, ბევრს მუშაობს, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ბოლო წლებია, ბევრს მუშაობს. ორბანის თქმით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობაა.
ვიქტორ ორბანი ამბობს, რომ უნგრეთი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს.
„ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ. რას გავაკეთებ, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი განცხადების დროს.