ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს მიმართავს - განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი ღია მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ამის შესახებ ის საკუთარ „ტვიტერზე“ წერს და ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.
„განაგრძე ბრძოლა, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ“, – წერს ორბანი.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის საქმეზე სასამართლო პროცესი სამშაბათს გაიმართება. მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ბრალს წაუყენებენ. სასამართლო მას პორნომსახიობისთვის დუმილის სანაცვლოდ თანხის გადახდას ედავება.