ვიქტორ ორბანი - ირაკლი ღარიბაშვილთან ვისაუბრეთ ევროპის ენერგეტიკული წყაროებით მომარაგებაზე, ჩვენ უნდა შევამციროთ ენერგიის ფასები, ეს უნგრეთისა და საქართველოს საერთო ინტერესია
ევროპის ენერგეტიკული წყაროებით მომარაგებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გამოსავალი ევროპისთვის რაც შეიძლება მეტი ენერგიის წყაროს მიწოდებაა.
„ბრიუსელის წარუმატებელი სანქციების გამო, ევროპა სერიოზული ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას. ერთადერთი გამოსავალი ევროპისთვის რაც შეიძლება მეტი ენერგიის წყაროს მიწოდებაა. ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ. ჩვენ უნდა შევამციროთ ენერგიის ფასები. ეს არის უნგრეთისა და საქართველოს საერთო ინტერესი“, – წერს ვიქტორ ორბანი „ფეისბუქში.“