ვიქტორ ორბანი - ევროპას ლიბერალურმა ცნებებმა გადაუარა, წალეკა კონტინენტი, ის შტორმი, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია, ჩვენთან არ მოქმედებს, უნგრეთში არის სივრცე, რომელიც ბრიუსელიდან არ იმართება
ეს არის კონსერვატორთა კონფერენცია ევროპაში და ჩვენს დაძლევას ცდილობს ვიღაც. ეს იმ იდეოლოგიის კონფერენციაა, რომელსაც ვერ აშანტაჟებენ, ვერ დაძლევენ. ჩვენ გვაქვს ფასეულობები და ეს კონფერენცია ვერ განიდევნება, ეს არის ჩვენი იდეოლოგიის წარმოჩინების კონფერენციაა და ჩვენ ვერავინ შეგვეწინააღმდეგება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მინდა, მივესალმო კონსერვატორებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ, მათ შორის საქართველოდან, ესტონეთიდან, ჩილედან. განსაკუთრებულად მივესალმები ჩვენს ძალიან კარგ მეგობრებს, რომელთა გარეშეც ჩვენ ასე გამართული ვერ ვიქნებოდით. მივესალმები ყველას ბუდაპეშტში. ძალიან მახარებს, რომ მაქვს შანსი, გიმსპინძლოთ. დღეს უნგრეთს კარგად იცნობენ საერთაშორისო პოლიტიკასა და ურთიერთობებში. უნდა ითქვას, რომ რაღაც ძალიან საინტერესო, ეგზოტიკური უკავშირდება ამ ქვეყანას. ალბათ ენა, რომელსაც ვერავინ ხვდება, რომელიც არავის ესმის. ენა ისტორიულად მომდინარეობს, რომელსაც ინახავს ხალხი, ინახავს სახელმწიფოს და არ თმობს დამოუკიდებლობას ერთი ინჩითაც კი.
გასულ კვირას ბრიუსელში გაიმართა კონსერვატორთა ეროვნული კონფერენცია. არ იყო იოლი, მაგრამ მოსალოცი ამბავია. ბრიუსელში მართლაც რთული იყო კონსერვატორთა კონფერენციის გამართვა. ყოველივე იმის მიუხედავად, რაც გავრცელდა მედიის საშუალებებით, მოხდა სივრცის იჯარით აღება და ღონისძიება შედგა, ბელგიის პრემიერ-მინისტრის ნების წინააღმდეგ. სასამართლოშიც შემეძლო ამ საკითხის დაცვა, ამის საჭიროება რომ დამდგარიყო. უნგრეთი და უნგრელები არავის აძლევენ ჩარევის უფლებას. ამერიკელები ამბობენ, ჩემზე ფეხს ნუ შეიწმენდო და ზუსტად ამავეს ვიტყვი მეც. ბრიუსელში ე.წ. ლიბერალი ევროპელები ამბობენ, რომ პროგრესული ცხოვრება აქვთ. „ეს კომუნიზმია თუ უფრო უარესია“ – ეს ძველი ხუმრობა ახლა გამახსენდა, ასე ხუმრობდნენ ადრე. ეს ფრაზა ახლაც აქტუალურია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე თქმით, ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ მთელ ევროპას ლიბერალურმა ცნებებმა გადაუარა და წალეკა კონტინენტი.
„აქ, ჩვენთან ნახავთ განსახვევებულ სივრცეს. ეს არის სივრცე, რომელიც ბრიუსელიდან არ იმართება. ის შტორმი, რაც ბრიუსელსა და ვაშინგტონშია, ჩვენთან არ მოქმედებს. ჩვენ წარმატებული, გამარჯვებული ხალხი ვართ და ყოველთვის ასე ვიქნებით. ამიტომ, მოგესალმებით ამ განსხვავებულ კუნძულზე. ეს არის აბსოლუტურად სხვა სულისკვეთების მქონე კუნძული“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.