ვიქტორ ორბანი - ევროპა თვითმკვლელობის გზას ადგას და თან ეს ძალიან სწრაფად ხდება
ევროპა თვითმკვლელობის გზას ადგას და თან ეს ძალიან სწრაფად ხდება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც შეფერხებები, აკრძალვები და სანქციები მოქმედებაშია, ყველა ზარალდება ეკონომიკური დინამიკის თვალსაზრისით, რადგან ახლა ევროპული ეკონომიკა ნელი ტემპით იზრდება.
„ყველა განათლებული ევროპელი ეკონომისტი თანხმდება, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც სურთ მსოფლიო ეკონომიკის დაყოფა, ევროპელი ხალხი და ევროპული ეკონომიკა არასწორი გზით მიჰყავთ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.