ვიქტორ ორბანი - ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, ამ დროს რუსეთი არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს, წარუმატებელი სასანქციო პოლიტიკა შესაცვლელია
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელის წარუმატებელი სასანქციო პოლიტიკა შესაცვლელია. აღნიშნული განცხადება უნგრეთის პრემიერ მინისტრმა პრაღაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების პირველი შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
„სანქციებმა არ გაამართლა მათზე დამყარებული იმედი, ომი არ დასრულდა. ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, რუსეთი კი ამ დროს არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს. გასაგებია, რომ წარუმატებელი სასანქციო პოლიტიკა შესაცვლელია“, – განაცხადა ორბანმა.
უნგრეთის პრემიერის თქმით, ბუდაპეშტი იბრძოდა ნავთობის ემბარგოსა და სანქციებისგან გათავისუფლებისთვის და ბოლო დღეებში მიაღწია იმას, რომ ახალი სანქციები არ გავრცელდება უნგრეთის ატომურ ენერგეტიკაზე, არც უნგრეთში გაზის მიწოდებაზე. მიუხედავად ამისა, სანქციებმა ენერგომატარებლები უნგრეთისთვისაც გააძვირა.