ვიქტორ ორბანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა ჟუროვას გადადგომას ითხოვს
ვიქტორ ორბანი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა ჟუროვას გადადგომას ითხოვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს.

ვიქტორ ორბანის თქმით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ვერა ჟუროვას გადადგომას უნგრეთის შესახებ დამამცირებელი საჯარო განცხადების გამო ითხოვს.

ორბანის განმარტებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უნგრეთში ახლა საშინელი დემოკრატია შენდება.

„როიტერი“ წერს, რომ ჯერჯერობით ვერ ადასტურებს, თუ სად და როდის გააკეთა ჟუროვამ აღნიშნული განცხადება.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ორბანმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილის მეშვეობით მიმართა.