ვიქტორ ორბანი - ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ევროპისთვის, ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ
ვიქტორ ორბანი - ევროკავშირში უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ევროპისთვის, ამიტომ მხარს ვერ დავუჭერთ

უკრაინის სწრაფ გაწევრიანებას ევროკავშირში დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ევროპელი ფერმერებისთვის, ევროკავშირის ბიუჯეტისთვის და ევროპის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ის არ ემსახურება არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს, ამიტომ ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერთ“, – წერს ვიქტორ ორბანი.