ვიქტორ ორბანი - ევროკავშირმა უნდა აანაზღაუროს უნგრეთის მიერ საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები, გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია
ევროკავშირმა უნდა აანაზღაუროს უნგრეთის მიერ საზღვრის დაცვისთვის გაწეული ხარჯები, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
ორბანმა სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ევროკომისიამ უნდა აანაზღაუროს უნგრეთის უზარმაზარი ხარჯები, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის საზღვრის არალეგალური მიგრაციისგან დასაცავად გაიღო.
„უნგრეთს უნდა აუნაზღაურდეს ძალიან მნიშვნელოვანი თანხა, რაც საზღვრის დაცვა დაგვიჯდა. ისინი გადაიხდიან, ეს მხოლოდ დროის საკითხია“, – განაცხადა ორბანმა.