ვიქტორ ორბანი - ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ დეკემბრის სამიტზე თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისგან
ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ჩემი გზავნილი იყო, რომ ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან დეკემბრის სამიტზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„დღეს გულწრფელი სატელეფონო საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან, პედრო სანჩესთან. ჩემი გზავნილი ნათელი იყო: ჩვენ თავი უნდა შევიკავოთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის განხილვისაგან დეკემბრის სამიტზე, რადგან არ არსებობს ერთიანობა წევრ ქვეყნებს შორის ამ საკითხში”,- წერს ორბანი „ტვიტერზე“.