ვიქტორ ორბანი - ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება აიძულებს დასავლეთს, მშვიდობის დამყარებას დაუჭიროს მხარი
ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესება აიძულებს დასავლეთს, მშვიდობის დამყარებას დაუჭიროს მხარი, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რაც უფრო გაუარესდება ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობა, მით უფრო მეტ ხალხს გაუჩნდება კითხვა, რატომ უჭერს და აფინანსებს „ჩიხში შესულ“ ომს მათი სახელმწიფოები.
როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, ვიდრე უკრაინაში ომი გრძელდება, „ეკონომიკა არ იქნება ისეთი, როგორიც გვსურს“.
„ჩვენ ომისთვის 181 მილიარდი ევროპული თანხა გამოვყავით და მშვიდობას არ მივახლოებივართ“, – აღნიშნა ორბანმა.