ვიქტორ ორბანი - დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს
ვიქტორ ორბანი - დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს

ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანისა და აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა გაიმართა.

ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს, „დღის კარგი ამბავი, დონალდ ტრამპი უკრაინის კონფლიქტის მოგვარებას აპირებს“.

„მშვიდობის მისია 5.0. დიდი პატივი იყო პრეზიდენტ ტრამპთან სტუმრობა მარ-ა-ლაგოში დღეს. განვიხილეთ მშვიდობის დამყარების გზები. დღის კარგი ამბავი, ის აპირებს მის მოგვარებას!“ – აცხადებს ვიქტორ ორბანი.