ვიქტორ ორბანი - ბიუროკრატიული ტერორისტული თავდასხმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ, ევროპარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი ოთხ პოლონელ დეპუტატს, დასასრულის დასაწყისი
პოლონელი ევროდეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ტერაქტი უწოდა.
„ბიუროკრატიული ტერორისტული თავდასხმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ: ევროპარლამენტმა მოუხსნა იმუნიტეტი „კანონის და სამართლიანობის“ ოთხ დეპუტატს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ გამოსვლის გამო. დასასრულის დასაწყისი… დილა მშვიდობისა, ევროპა!“ – დაწერა ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში.
პოლონელი დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნას პოლონეთის მმართველი პარტიის, „კანონის და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ევროკავშირში სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ახლა მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, ვინ დგას ნეომარქსისტული რევოლუციის და ახალი ბოლშევიზმის მხარეს და ვინ არის მის წინააღმდეგ.
პოლონელი ევროდეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნის მიზეზი დეპუტატების მიერ 2018 წლის ადგილობრივი არჩევნების კამპანიის დროს ვიდეოს გავრცელება იყო, რომელიც ევროპაში არალეგალი ემიგრანტების შედინების საფრთხეზე აკეთებდა აქცენტს.