ვიქტორ ორბანი - აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქამდე, ვიდრე გაიმარჯვებს
ვიქტორ ორბანი - აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება იქამდე, ვიდრე გაიმარჯვებს

აშკარაა, რომ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

„აშკარაა, რომ პრეზიდენტ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ვიდრე გაიმარჯვებს. ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ორბანი.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი უსაფრთხოდ არის მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ. გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული, ის 58 წლის რაიან უესლი რუთია.