ვიქტორ ორბანი - არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო, შედეგი არის ნულოვანი, რუსეთი ვერ დავამარცხეთ, ევროკავშირმა შესაძლებლობების ლიმიტს მიაღწია
გაბატონებული აზრი იმის შესახებ, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს უნდა მიეცეთ ფული საბრძოლველად, რათა რუსები დაამარცხონ, შეცდომაა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ევროკავშირის ბიუჯეტში ფული აღარ არის და ორ-ნახევარი, სამი წლის შემდეგ ევროკავშირი ფინანსური გაკოტრების ზღვარზე მივიდა.
„არ მივცემთ მეტ ფულს უკრაინას, ვიდრე არ გვეტყვიან, სად წავიდა ადრე გაცემული 70 მილიარდი ევრო. გავიდა წელიწად-ნახევარი, შედეგი არის ნულოვანი, თუნდაც უარყოფითი. ჩვენ რუსეთი ვერ დავამარცხეთ, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ადგილზეა, რუსეთის ეკონომიკა ძალიან კარგად მუშაობს ამის წყალობით. შედარებით მაღალი ინფლაცია გვაწუხებს, ფული აღარ გვაქვს უკრაინელების მხარდასაჭერად. ევროკავშირმა მიაღწია თავისი შესაძლებლობების ლიმიტს. ევროკავშირის ბიუჯეტში ფული არ არის. სად წავიდა ფული? ვფიქრობთ, პასუხი ვიცით, ის სადღაც უკრაინაშია. სად არის უნგრელების ფული? სად არის პოლონელების ფული? უკრაინაში. მათ გასცეს ის ომისთვის, რომელიც არ უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არ იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ევროკავშირი არ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, ამიტომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებებია საჭირო, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი დაიღუპება.