ვიქტორ ორბანი არ ეთანხმება ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას შეირაღების მიწოდებასა და სანქციების დაწესებაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი არ ეთანხმება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვას შეირაღების მიწოდებასა და სანქციების დაწესებაზე.
უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, აღნიშნული ზომების მიღება უნგრეთის ინტერესების წინააღმდეგ იქნება.
ორბანი ამბობს, რომ უკრაინის დასავლეთში ეთნიკურ-უნგრელ უმცირესობას საფრთხე დაემუქრება, თუ უნგრეთი უკრაინაში იარაღს გაგზავნის.
24 მარტს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპული საბჭოს სამიტს მიმართა. ზელენსკიმ მიმართვისას უნგრეთის პრემიერს, ვიქტორ ორბანს უკრაინისთვის შეირაღების მიწოდებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა: „მისმინე, ვიქტორ, იცი, რა ხდება მარიუოპოლში? ჩადი შენს სანაპიროზე, შეხედე იმ ფეხსაცმელებს და ნახავ, როგორ მეორდება მსოფლიოში მასობრივი მკვლელობები. ამას აკეთებს დღეს რუსეთი. შენ კი ეჭვი გეპარება, დააწესო სანქციები თუ – არა. არ ხარ დარწმუნებული, გაატარო იარაღი თუ – არა. გიჭირს, გადაწყვიტო, ივაჭრო რუსეთთან თუ – არა. დაეჭვების დრო არ არის. დროა, გადაწყვიტო. ჩვენ გვჯერა შენი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.