ვიქტორ ორბანი - ახლახან მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს
ვიქტორ ორბანი - ახლახან მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან, მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ორბანი სოციალურ ქსლში წერს.

როგორც უნგრეთის პრემიერმა აღნიშნა, ეს მათი პირველი საუბარია ამერიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„ახლახან მქონდა არჩევნების შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. მომავლისთვის დიდი გეგმები გვაქვს“, – წერს ორბანი.

ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი ერთ-ერთი პირველი ლიდერი იყო, რომელმაც დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.