ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დამნაშავედ არ მიიჩნევს
ომის დანაშაულებებზე შეიძლება საუბარი ომის შემდეგ, თუ თქვენ გინდათ ზავი და შემდეგ – მოლაპარაკებები, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ვინც კონფლიქტის ნაწილი არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, მიიჩნევს თუ არა რუსეთის ლიდერს სამხედრო დამნაშავედ, რაზეც ასეთი პასუხი გასცა: „არა, მე არ მივიჩნევ“.
„ომის დანაშაულებებზე შეიძლება საუბარი ომის შემდეგ. თუ თქვენ გინდათ ზავი და შემდეგ – მოლაპარაკებები, ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ისინი, ვინც კონფლიქტის ნაწილი არიან, მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. სთხოვო მათ, მოვიდნენ მაგიდასთან და უთხრა, – მოდი, მაგიდასთან და მე დაგიჭერ, – არ არის კარგი აზრი“, – აღნიშნა ორბანმა „ბილდთან“ ინტერვიუში.