ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი უნგრეთის მთავრობის შეცვლას ბრიუსელის მიერ მართული მთავრობით აპირებენ
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის ხელმძღვანელობა მისი მთავრობის „დამხობის“ მცდელობაში დაადანაშაულა.
ამის შესახებ მან სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ევროპარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა უნგრელები „შოკში“ ჩააგდო. მისივე თქმით, ევროპული პოლიტიკის ხარისხი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.
უნგრეთის მთავრობის მეთაურის თქმით, გარკვეული დროის განმავლობაში თავად იმყოფებოდა „კულტურულ შოკში“, თუმცა „ამ მდგომარეობიდან გამოვიდა“.
ამასთან, როგორც ვიქტორ ორბანმა განმარტა, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის სახალხო პარტიის ლიდერი უნგრეთის მთავრობის ჩანაცვლებას „ბრიუსელის მიერ მართული“ მთავრობით აპირებენ.
ორბანი აცხადებს, რომ ამ მცდელობებს წინააღმდეგობას გაუწევს, რადგან ეს არ შეესაბამება უნგრელი ხალხის ინტერესებს.