ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინის „მარცვლეულის დერეფნის“ გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად, ევროკავშირის ექვსი ქვეყანა კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდა
უკრაინის „მარცვლეულის დერეფნის“ გვერდითი ეფექტებისგან დასაცავად, ევროკავშირის ექვსი ქვეყანა კოორდინირებულ მოქმედებებზე შეთანხმდა. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
„ევროკავშირის საბჭო დასრულდა. პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი და რუმინეთი შეთანხმდნენ, რომ პოლონეთის კოორდინაციით, ზეწოლას მოვახდენთ ევროკომისიაზე, რათა დავიცვათ ჩვენი ფერმერები უკრაინის „მარცვლეულის დერეფნის“ მავნე გვერდითი ეფექტებისგან. მადლობა მატეუშ მორავეცკის“, – წერს ვიქტორ ორბანი.