ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ნატო-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით უკრაინა ომში რუსეთს ვერ დაამარცხებს
ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ნატო-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით უკრაინა ომში რუსეთს ვერ დაამარცხებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ნატო-ს ამჟამინდელი მხარდაჭერის სტრატეგიით უკრაინა ომში რუსეთს ვერ დაამარცხებს. ინფორმაციას სიენენი ავრცელებს.

„ამ ომის ამ ფორმით მოგება შეუძლებელია. სტრატეგიის შეცვლის გარეშე მშვიდობა ვერ იქნება“, – განაცხადა ორბანმა და აღნიშნა, რომ ნატო-ს ქვეყნების სტრატეგიამ, რაც გულისხმობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და დატრენინგებას, აჩვენა, რომ ეს გზა წარმატებამდე ვერ მიდის.

ორბანი ამბობს, რომ უკრაინაში მშვიდობის გარეშე, მთელი ევროკავშირი მივა ომის სიტუაციამდე.

„გაუგებარია, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან რეცესია, თუ ომი გაგრძელდება.

ჩვენ ახლა აღმოვჩნდით კედლის წინაშე და ეს კედელი გაზის ემბარგოა. მე შევთავაზებდი ევროკავშირს, რომ არ ვაკაკუნოთ ამ კედლის წინააღმდეგ“, – განაცხადა ორბანმა.