ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები კიევში ვიზიტის დროს გამოჩნდება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მშვიდობისკენ პირველი ნაბიჯები კიევში მისი ვიზიტის დროს გამოჩნდება.
უკრაინაში გამგზავრებამდე ორბანს ჰკითხეს, რისი გაკეთება შეუძლია უნგრეთს ომის დასასრულებლად, რაზეც უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელმა უპასუხა: „ხვალინდელ პრესას თუ გაეცნობით, უკვე დაინახავთ პირველ ნაბიჯებს”.
ორბანმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ამერიკელები გვერდზე გადგნენ, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირის მომავალს და რუსეთ-უკრაინის ომს. ორბანის თქმით, ევროკავშირს მოუწევს მოემზადოს იმ სიტუაციისთვის, როცა ადრე თუ გვიან რუსები და ამერიკელები ერთმანეთთან შეთანხმებას მიაღწევენ.
„სად იქნება ევროპა აქ? ვინ წარმოადგენს თქვენს ინტერესებს? და რა არის თქვენი ინტერესები?“ – განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
ორბანის თქმით, ევროკავშირში უნგრეთის პრეზიდენტობა ამ კითხვებზე პასუხს დამოუკიდებლად ვერ უპასუხებს.
ცნობისთვის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დღეს კიევში ჩავიდა. 2012 წლის შემდეგ ეს უკრაინაში მისი პირველი ვიზიტია.