ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ეს არის უნგრეთის მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“, – ამბობს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.
ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა დეკემბრის შუა რიცხვებში უნდა გადაწყვიტონ, მიიღონ თუ არა ევროკომისიის რეკომენდაცია და მიიწვიონ კიევი წევრობის მოლაპარაკებების დასაწყებად. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება მოითხოვს ბლოკის 27 წევრის ერთსულოვან თანხმობას.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ორბანის თანაშემწმემ განაცხადა, რომ ამ წინააღმდეგობის მიზეზი უკრაინაში ცოტა ხნის წინ მიღებული ენისა და განათლების შესახებ კანონია. უნგრეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას ვეტოს დაადებენ იმ შემთხვევაში, თუ ოფიციალური ბუდაპეშტის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მათი განმარტებით, ახალი კანონები უკრაინაში უნგრელების ცხოვრებას გააუარესებს.