ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ტრამპის ხელმძღვანელობით შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ტრამპის მეთაურობით შეწყვეტს უკრაინის მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, უნგრეთის სახელმწიფო რადიოსთან ინტერვიუში ვიქტორ ორბანმა გაიმეორა თავისი დიდი ხნის პოზიცია, რომ დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა, რომ უკრაინამ უკვე წააგო ბრძოლა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამერიკელები ამ ომიდან გასვლას აპირებენ, ტრამპის ხელახალმა არჩევამ შექმნა „ახალი ვითარება“ ევროპისთვის და კონტინენტი „მარტო ვერ დააფინანსებს ამ ომს“.